საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

2018 წლის 28 ივნისს ჰონგ-კონგის რიგით მესამე სარტყელისა და გზის ფორუმის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ-კონგის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, საქართველოსა და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ-კონგის მხრიდან კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ. შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მხარეებმა უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართეს. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ჩინეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ვასილი ბაბუნაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი არჩილ კალანდია.