საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგი კეკელიძის პრეზენტაცია ქ. პეკინში

2018 წლის 1 ივნისს, ქ. პეკინში China National Convention Center-ში,  ჩინეთში საქართველოს საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პეკინის ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის პრეზენტაცია „საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ჩინეთის ცნობილი გამომცემლობების წარმომადგენლები.პრეზენტაციის ფარგლებში, გიორგი კეკელიძემ მათ მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ, გააცნო საქართველოს, როგორც  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი-ქვეყნის შესაძლებლობები,   საქართველოს საგამომცემლო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები,  უცხოური გამომცემლობების მიერ ქართველი ავტორების წიგნების თარგმნის/გამოცემის პროექტები.
პრეზენტაციაზე მოწვეულ გამომცემელთა შორის იყვნენ: 
• Penguin Random House (Beijing) Culture Development Co., Ltd
• Beijing Huaxia Winshare Books Co., Ltd. 
• The international cultural media of the living type (Beijing) Co., Ltd.
• Make a Book
• Journal of the Chinese People's Political Consultative Conference
• International Publishing Journal
• China Library Weekly
• China Publishing Group
• Northern United Publishing & Media (Group) Co., Ltd of Liaoning Publishing Group
• Daylight Publishing House და სხვ., სულ 20-მდე საგამომცემლო სახლი. 
ჩინელ გამომცემელთა შორის, დიდი ინტერესი გამოიწვია გამომცემლობა  “Shanghai Foreign Language Education Press“ -ის მიერ გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატის“   და გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრების“ თარგმანების გამოცემის პრეზენტაციამ. მათ   სამომავლო პროექტების დასახვის მიზნით, ქართველ გამომცემლებთან აქტიური თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს.
სტუმრებისათვის მოეწყო ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია. 
შეგახსენებთ, რომ გიორგი კეკელიძემ 28.05.-01.06 ჩათვლით,  ქ. პეკინში, მოწვეული მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი პლატფორმის „StoryDrive“ -ის კონფერენციაში.
აღნიშნული პლათფორმა 2010 წელს დაარსდა „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის“ მიერ და ყოველწლიურად  ფრანკფურტის გარდა ტარდება არგენტინაში, სინგაპურსა და ჩინეთში.
28.05.-01.06 თარიღებში საქართველოს საელჩომ ასევე მონაწილეობა მიიღო  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პეკინის ოფისის ორგანიზებით გამართულ წიგნის გამოფენაზე. მისთვის განკუთვნილ სივრცეში წარადგინა და გაავრცელა  საქართველოს კულტურული და ტურისტული პოტენციალის ამსახველი საინფორმაციო ბროშურები და ჟურნალები.