საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ.

არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!
დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა:

http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების

სახელმწიფო ფონდიhttp://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44

თუ თქვენ იმყოფებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშ ან ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, ხართ ტრეფიკინგის მსხვერპლი და საჭიროებთ დახმარებას მიმართეთ:

საქართველოს საელჩოს

ტელ - (8610) 64649945, ცხელ ხაზი – (86) 13716877635

ელ-ფოსტა: [email protected]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

 ცხელი ხაზი - (+ 995 32) 294 50 50

ელ. ფოსტა - [email protected]

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში:  პოლიციის უახლოეს განყოფილებას

 

ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში:

პოლიციის უახლოეს განყოფილებას

შრომის, შშმ პირთა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს

84 (04) 62703613; 84 (04) 62730615

ელ-ფოსტა: [email protected]

 

იხილეთ ბროშურა