საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო-ჩინეთი ეკონომიკური ურთიერთობები

2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA), რამაც დამატებით წაახალისა სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. შედეგად, 2018 წელს სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ პირველად გადააჭარდა 1 მილიარდ აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 129.9%-ით გაიზარდა. ამავე დროს, 11.2%-ით გაიზარდა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა.

წელი

ტვირთბრუნვა

ექსპორტი

იმპორტი

2015

713,102

125,803

587,299

2016

721,839

174,330

547,510

2017

934,348

201,702

732,647

2018

1,033,240

199,108

834,132

2019

1,066,175

207,512

858,663

2020

1,186,335

477,256

709,079

 

ჩინური ინვესტიციები საქართველოში

ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციები პირველად 2002 წელს განხორციელდა. მას შემდეგ 2020 წლის ჩათვლით, განხორციელებულია სულ 705.09 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ დარეგისტრირებულია აქტიური სტატუსის 204 კომპანია ჩინური კაპიტალის მონაწილეობით.

წელი

ინვესტიცია

(მილიონი აშშ დოლარი)

2015

66.95

2016

25.48

2017

19.36

2018

75.75

2019

43.75

2020

5.89



ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში:

საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას დიდწილად ხელი შეუწყო პირდაპირი ავიაფრენების შემოღებამ (თბილისი-ურუმჩი-პეკინი-ურუმჩი-თბილისი). 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო ჩინელი ვიზიტიორების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. 2011-2020 წლებში, ჩინეთიდან საქართველოში  სულ შემოვიდა 145 205 ვიზიტორი. აქედან:

წელი

ვიზიტორები

2015

6 849

2016

10 847

2017

18 179

2018

31 855

2019

48 071

2020

4 363