საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“Dialogue between Diplomats and Business Leaders“.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის გენერალური სავაჭრო პალატის (China General Chamber of Commerce) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - “Dialogue between Diplomats and Business Leaders“.
სიტყვით გამოსვლის დროს, ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე “სარტყელისა და გზის” გლობალურ ინიციატივაში, რომელიც ხელს უწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობას და მნიშვნელოვნად ამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის კონტინენტზე. ასევე, არჩილ კალანდიამ საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაუსვა მსხვილი ჩინური კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობას.