საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩინეთის განათლების სამინისტროში

2020 წლის 3 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ლი ხაისთან.
შეხვედრის დროს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთის მთავრობის მხრიდან ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაზრდის მნიშვნელობაზე, ასევე განხილულ იქნა ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ქართული ენის საბაკალავრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობა და მიმდინარე წელს ჩინეთიდან საქართველოში ან პირიქით მაღალი დონის ვიზიტის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეები შეთანხმდნენ 2020 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაზე.