საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ.სიანში “აბრეშუმის გზის ბიზნეს ფორუმი" გაიმართა

2019 წლის 6-8 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა შანსის პროვინციის ქ. სიანში, სადაც მონაწილეობა მიიღო აბრეშუმის გზის საერთაშორისო კომერციის პალატის მიერ ორგანიზებულ, “აბრეშუმის გზის ბიზნეს ფორუმში“.
ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში “High-quality Development of the Belt and Road Initiative“, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ლოგისტიკურ ასევე სატრანზიტო შესაძლებლობებზე და ტრანს-კასპიური ეკონომიკური დერეფნის მნიშვნელობაზე.
ამასთან, შედგა არჩილ კალანდიას შეხვედრა აბრეშუმის გზის საერთაშორისო კომერციის პალატის პრეზიდენტთან ლიუ ძიენჭუნგთან, ხოლო ადგილობრივმა ტელევიზიამ ელჩისგან აიღო ინტერვიუ.
აბრეშუმის გზის ბიზნეს ფორუმს ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი დავით აფციაური, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე,აბრეშუმის გზის საერთაშორისო კომერციის პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და საელჩოს დესპანი დავით პიპინაშვილი.