საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე

მიმდინარე წლის 4-7 ნოემბერს, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს ელჩთან არჩილ კალანდიასთან ერთად, ეწვია შანხაის რიგით მეორე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ პავილიონებს.
❗️ამ მასშტაბურ ექსპოზე, რომლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მონაწილეობდა მსოფლიოს 172 ქვეყნის 4 ათასამდე კომპანია, მათ შორის 33-ი იყო ქართული.
✔️ქართულ კომპანიათა შორის დიდი ნაწილი სურსათის, აგრეთვე ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები იყვნენ. ამასთან, შანხაის ექსპოზე წარმოდგენილი იყო ტყავეულისა და ტექსტილის ქართველი მწარმოებლები, რომლებიც დამთვალიერებლებს მაღალი ხარისხისა და ორიგინალურ პროდუქციას, ასევე მათ საწარმოო შესაძლებლობებს აცნობდნენ.