საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩინეთის მმართველ პარტიაში

2018 წლის 28 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილესთან, ციენ ხუნგშანთან. 

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის 2019 წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები, “სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული თემები, ასევე განათლებისა და კულტურის სფეროებში კონტაქტების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები.
აღინიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა, რაც დიდ სტიმულს აძლევს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.