საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შანხაის ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა

2018 წლის 5-10 ნოემბერს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდა 82 ქვეყანა და საქართველო 50-ზე მეტი ქართული  კომპანიით იყო წარმოდგენილი.

აღნიშნული გამოფენა  პირადად ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივით გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე.

4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო მისასალმებელ ვახშამს, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი პირადად მასპინძლობდა.

5 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოფენის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც ჩინეთის პრეზიდენტთან და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა. საქართველოს ქვეყნის საიმიჯო პავილიონში წარმოდგენილი იყო სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. პავილიონის დათვალიერებისას,  ჩინეთის პრეზიდენტს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემო, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალ, ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებ და ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებგააცნეს.

ამავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმზე - “ვაჭრობა და ინვესტიციები” სიტყვით გამოვიდა. საკუთარ სიტყვაში მამუკა ბახტაძემ აქცენტი გააკეთა შემდეგზე და აღნიშნა, რომ:

·         დიდი პატივია ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა

·         ქართველებს ბევრი გვაქვს საამაყო, მათ შორის 8000 წლოვანი ღვინის კულტურა

·         საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული საერთაშორისო მაჩვენებლები

·         საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ნაწილს, ჩინეთიდან საქართველომდე .. შუა კორიდორის გამოყენებით, აქვს რესურსი განახორციელოს სარკინიგზო გადაზიდვები  ბევრად შემცირებული დროის განმავლობაში

·                     დიდი ნაბიჯი იდგმევა საგანმანათლებლო სექტორის გაძლიერებისკენ

·                      საქართველო მთავრობის მიზანია ქვეყანა გრავიტაციის ცენტრად იქცეს ინვესტორებისთვის

 

შანხაიში სამუშაო ვიზიტის პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა, კერძოდ:

1.      Bank of China Group-ის პრეზიდენტთან, რომლის შემდეგაც სააგენტოსაწარმოე საქართველოშიდა Bank of China- შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა;

2.      ძიანგსის ხუაჭაო მენეჯმენტის კომპანიასთან, რომელთანაც საქართველოში, ქ.ტყიბულში  მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმოს გახსნის შეთანხმებას მოეწერა ხელი და საინვესტიციო თანხამ 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;

3.      Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან;

4.                  Anhui ANZ Food Limited-ის კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითც საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში განლაგებული ლოგისტიკური ცენტრით სამი წლის განმავლობაში უფასოდ სარგებლობის.

5.                  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების სტენდები.

შანხაიში სამუშაო ვიზიტის პერიოდში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვასილ ბაბუნაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.