საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონფუცის ინსტიტუტის მე-12 კონფერენცია

საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური დაესწრო კონფუცის ინსტიტუტის რიგით მეთორმეტე მსოფლიო კონფერენციას, რომელიც 12-13 დეკემბერს  ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართა.აღნიშნული კონფერენციის მთავარი თემა იყო „თანამშრომლობის გაღრმავება, ინოვაციების განვითარება და კაცობრიობის საერთო მომავლისათვის ერთობლივად ღვაწლის გაღება“.

კონფერენცია გახსნა ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ქალბატონმა ლიუ იენტუნგმა, რომელმაც არაერთგზის გასუვა ხაზი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონცეფციის განვითარების პროცესში მსოფლიოს მასშტაბით კონფუცის ინსიტუტების  და მისი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობას.

 

მსოფლიოს 146 ქვეყანასა და რეგიონში სულ ფუნქციონირებს 525 კონფუცის ინსტიტუტი და 1113 კონფუცის კლასი, ხოლო მოსწავლეთა საერთო რაოდენობა შეადგენს 9 მილიონს, აქედან „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ქვეყნებიდან 53 მათგანში გახსნილია 140 ინსტიტუტი და 136 კლასი. კონფუცის ინსტიტუტის რიგით მეთორმეტე მსოფლიო კონფერენციას ესწრებოდა 146-ვე ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლები.